დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობის კითხვებს გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რაზმაძე, ეკონომიკური განვითარების  სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი იაგო წიკლაური პასუხობდნენ. შეხვედრების მიზანია უშუალო კომუნიკაციის გზით მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ. მომავალ ოთხშაბათს, 27 აპრილს მოქალაქეების კითხვებს გორის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები უპასუხებენ. «ღია კარის დღე“ მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი კიდევ ერთი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გასულ კვირის ოთხშაბათს (13 აპრილს) შედგა. ყოველი კვირის ოთხშაბათს, 11:00 საათიდან გორის მერიის თანამშრომლები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი საათის მანძილზე შეხვდებიან მოქალაქეებს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებენ.