ქალაქ გორში ასფალტის საფარის მოვლის სამუშოები დაიწყო. ამჟამად ტენედერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯი ემ ჯი გრუპი“  სამუშაოებს დავით აღმაშენებლის გამზირზე აწარმოებს, საიდანაც ქალაქის სხვა ქუჩებზეც გადაინაცვლებს და საჭიროების მიხედვით ეტაპობრივად მოაწესრიგებს გზის საფარს. ხელშეკრულების  ფარგლებში აღნიშნული კომპანია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წლის ბოლომდე მოემსახურება და  განახორციელებს ასფალტის საფარის შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  81 000 ლარი გამოიყო. როგორც ეკონომიკური განვითარების სამსახურში აცხადებენ, წლის განმავლობაში ქუჩების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულება  პირველად გაფორმდა, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქის მასშტაბით  პერიოდულად გამოვლენილი დაზიანებები ოპერატიულად აღმოფხვრას.   დღემდე  არსებული პრაქტიკის მიხედვით ქალაქში გზების ორმოული შეკეთება ხორციელდებოდა ერთჯერადი, მცირევადიანი პროექტით, რომლითაც მხოლოდ წლის  გარკვეულ მონაკვეთში დაფიქსირებული დაზიანებების აღმოფხვრა იყო შესაძლებელი.