ქალაქ გორის მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა გორში კვერნაქის დასახლებაში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი მოინახულა.ქებაძეების ოჯახი აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე წელია ცხოვრობს სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად,ცოლ-ქმარი დაუსაქმებელია და არ გააჩნიათ არანაირი საარსებო წყარო და განიცდიან მძიმე სოციალურ-მატერიალურ პრობლემებს. საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი დაინტერესდა ოჯახის მდგომარეობით და მათ ერთჯერად დახმარებას დაჰპირდა.