ვერხვების დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეურთდნენ და მოსახლეობასთან ერთად სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში 130-მდე იფანის ნერგი დარგეს. „აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით მოეწყო. გორის მერია მიესალმება და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოქალქეებს მსგავსი ინიციატივების განხორციელებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა ასევე აქტიურად მონაწილეობდა გორის მერიის ინიციატივით მოწყობილ გამწვანების აქციებში, რომლებიც  მიმდინარე წელს  ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყო. ღონისძიებების მიზანი გარემოზე ზრუნა და ქალაქის მოსახლეობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა კაკო ხუფენიამ. აქცია ნერგებით უზრუნველყო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპი „სანერგე მეურნეობამ“.