ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინიცირებული აქტუალური საკითხები,რომლებიც მომავალ მორიგ საკრებულოს სხდომაზე განიხილება. საუბარი შეეხო აგრეთვე, ქალაქის საჭირბოროტო საკითხებს და დამსწრე საზოგადოების მხრიდან წამოსულ მნიშვნელოვან იდეებს.აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო გორში არსებული პრობლემების განხილვა და გამოსავლის გზების ძიება. ასეთი სახის შეხვედრები საკრებულოში სისტემატიურად იმართება და უახლოესი შეხვედრა მაისის თვეში შედგება.