,,ნატო ჩვენი არჩევანია!“ - ამ სლოგანით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში გორის მერიისა და გორის გამგეობის თანამშრომლებით დაკომლექტებულ  გუნდებს შორის. შეხვედრა  დასრულდა  ანგარიშით 5:3  გორის  მერიის  გუნდის სასარგებლოდ. გამარჯვებულ გუნდს  ნატოს თასი და მედლები გადაეცა.  გამოვლინდნენ და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ  საუკეთესო მოთამაშისა და  საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში გამარჯვებულებიც. მერიის გუნდიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი დადიანიძე,  გამგეობის გუნდიდან  კი დავით ოდიკაძე.  სიმბოლურად საუკეთესო მწვრთნელებად დასახელდნენ  გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი  და გორის გამგებელი  დავით ონიაშვილი. ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად მოსახლეობაში ნატოს ცნობადობის ამაღლებასა  და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა.