ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალმა „სკოლამდელი ასაკის ბავშვის სკრინინგული შეფასების ინსტრუმენტების“ შესახებ სწავლების კურსი გაიარა.   სასწავლო კურსი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების ინიციატივითა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მოეწყო. ტრენინგს უძღვებიდნენ საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციასციის წარმომადგენლები. მათ ბაგა-ბაღების პერსონალთან ერთად განიხილეს ბავშვის განვითარების ეტაპები და თავისებურებანი, ბავშვის ასაკის შესაბამისი აქტივობები,  სპეციალისტთა რეკომენდაციები, ინფორმაცია ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების  შესახებ, სხვადასხვა სკრინინგ-მეთოდები და სხვა.   „შეხვედრისას ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა განვითარების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საშუალებით ისინი მარტივად შეძლებენ პატარებში ადრეულ ასაკშივე გამოავლინონ  ზრდა-განითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პრობლემები და საჭიროებები, რაც    რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ზომების დროულად მიღების საშულებას მოგვცემს.“  - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.