გორის მერის მრჩეველი მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს ესტუმრა და ორგანიზაციებში არსებულ ვითარებას გაეცნო.„ჩვენ ეტაპობრივად ვეცნობით მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ფუნქცინირებას. დღეს მოვინახულეთ სამი ორგანიზაცია. მათ შორის ერთ-ერთი იყო მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც სამი წელია ფუნქციონირებს. ორგანიზაციაში სულ რაღაც ერთი კვირაა გაიხსნა საოპერაციო კაბინეტი. აქამდე ცხოველთა კასტრაცია და სტერილიზაცია ხორცილდებოდა დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ. მათ მოლოდინში ცხოველები იმაზე მეტ დროს ატარებდნენ თავშესაფარში ვიდრე საჭირო იყო, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაში სტუმრობისას აღმოჩნდა, რომ სკოლის შენობას ესაჭიროება სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულ ა(ა)იპ-ს მერია დაეხმარება მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.“ - განაცხადა მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარსა და გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სკოლასთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსაც ესტუმრნენ, სადაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.