შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობა გორის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შშმ პირთა საკითხებზე დაარსების დღიდან მუშაობს. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში რიგი სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს მთავრობის №41 დადგენილება, რომელიც ძალაში 2014 წლის 6 იანვარს შევიდა, თვითმმართველობებს ავალდებულებს 2019 წლის იანვრამდე საზოგადოებრივი სივრცეებისა და შენობების შშმ პირთათვის ადაპტირებას.  დადგენილების შესაბამისად, მერიაში მომაზადებული ყველა   ინფრასტრუქტურული პროექტის ტექნიკური დავალება ითვალისწიბნებს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობას. დოკუმენტში წარმოდგენილი ვალდებულებების გათვალისწინებით, მზადდება, ასევე მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.  „მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შშმ პირებისთვის ადაპტირებისთვის საჭირო სამუშაოების  განსახორციელებლად გადამწყვეტია ამხანაგობების ინიციტივა.  პროექტის განხორციელებაში მერია მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას. მსგავსი ინიციატივის შემთხვევაში  ამხანაგობა პროექტის ღირებულების მხოლოდ 10% დაფარავს, რაც დღემდე არსებული პრაქტიკის მიხედვით ხშირ შემთხვევაში მიზერულ თანხას შეადგენს.“ - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.