ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ნატოს თასის მოსაპოვებლად ქალაქისა და რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის 11 აპრილს, 18: 00 საათზე გორში, ჭალის დასახლების მინისტადიონზე გაიმართება. 
ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების მიზანია მოსახლეობაში ნატოს ცნობადობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. კვირეული 4 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო და 19 აპრილამდე დედაქალაქსა და რეგიონებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდება.