გორის მერია იწყებს 2016 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. ამ მიზნით  გამოცხადებულია 8 ტენდერი, შემდეგი სამუშაოების შესყიდვაზე:

1.      ქალაქ გორის ქუჩების ასფალტის საფარის დახაზვის სამუშაობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;   2.      ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოები;

3.      ქალაქ გორში ასფალტის საფარის დახაზვის სამუშაოები;

4.      ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საერთო სარგებლობის ქსელის რეაბილიტაცია;

5.      ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩის (თამარ მეფის ქუჩიდან - სამეფოს ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 139 719 ლარს და ირაკლი აბრამაშვილის ქუჩის (მერაბ კოსტავას ქუჩიდან - ჭავჭავაძის ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 91 235 ლარს;

6.      ქალაქ გორში მირზა გელოვანის, იოსებ ნონეშვილის და თელავის ქუჩის (მირზა გელოვანის ქუჩიდან ღამბარაულის ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია;

7.      ქალაქ გორში საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია;

8.      ქალაქ გორში თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია;   აღნიშნული ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.