5 აპრილს 12.00 სთ-ზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოაწყო შეხვედრა თემაზე - ტრანსპორტის საკითხების რეგულირება ქალაქში ( საკითხები - ტრანსპორტის მომსახურება, საგზაო უსაფრთხოება, გზების დახაზვა).
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი,საკრებულოს წევრები,მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილების უფროსი არჩილ განჯელაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და დაინტერესებული პირები. 
შეხვედრის მიზანი იყო ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსავლის გზების ძიება.