2016 წლისთვის დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილტაციო სამუშაოები რკინიგზის დასახლებაში უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება შემდეგი პროექტებით: 
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით:
1.რკინიგზის დასახლებაში არსებული ქუჩები (მარაბდელის, მიჩურინის, გაბაშვილის, ფურცელაძის, ფურცელაძის ჩიხის, მ.ჯავახიშვილის, ჯავახიშვილის ჩიხი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა)
პროექტის საერთო ღირებულება -1, 264, 000 მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 264,313 ლარი. პროექტი გარდამავალია. დაიწყო 2015 წლის ნოემბერში და დასრულდება 2016 წლის ივნისში. დღეისათვის შესრულებულია 827 886 ლარის სამუშაოები
2.თამარ მეფის ქუჩა (სტალინის გამზირიდან გურამიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი - ღირებულება 378606. სიგრძე-465 მ.)
3. მირზა გელოვანის, იოსებ ნონეშვილისა და თელავის ქუჩა (გელოვანიდან ღამბარაულამდე მონაკვეთი)
ღირებულება: 390 859, სიგრძე 767 მ
4. გურამიშვილის ქუჩა ( თამარ მეფის ქუჩის კვეთიდან სამეფო ქუჩის კვეთამდე, ძველ ხიდამდე. ღირებულება: 139 719ლ; სიგრძე 252 მ)
5. ირაკლი აბრამაშვილის ქუჩა (კოსტავას ქუჩიდან ჭავჭავაძემდე მონაკვეთი. ღირებულება: 91 235, სიგრძე -202 მ)

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით:
1.ქეთევან წამებულის ქუჩა;( ღირებულება 252 415 ლ; სიგრძე 338მ)
2. გოგებაშვილის ქუჩა (კახნიაშვილიდან გმირების ქუჩამდე) ღირებულება 72 387 ლ; სიგრძე -157მ
3. ჩოდრიშვილის ქუჩიდან ბარნოვის #9-ის მიმართულებით გამავალი ჩიხი (ღირებულება: 16 600 ლ; სიგრძ 81მ).
რაც შეეხება გზების ორმოულ რემონტს, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-პატრონობის მიზნით, შპს ,,ჯი ემ ჯი გრუპთან“ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გზების ორმოული შეკეთების სამუშოებს ექნება სისტემატური ხასიათი. პირველ ეტაპზე განხორციელდება მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული ორმოების ამოვსება, წლის მანძილზე კი აღნიშნული კომპანია იზრუნებს პერიოდულად წარმოქმნილი ორმოების შეკეთებაზეც. 
ხელშეკრულება ღირებულებით 81 009 ლარი მერიასა და ,,ჯი ემ ჯი გრუპს შორის გაფორმდა მიმდინარე წლის 29 მარტს. 
გარდა გზების რეაბილიტაციისა და ორმოული სამუშოებისა, მერია 2016 წლის ბიუჯეტით იწყებს საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაციაზე ზრუნვასაც, კერძოდ, იგეგმება 9 ქუჩის (აღმაშენებლის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირის, მშვიდობის გამზირის, სტალინის გამზირის, ცაბაძის ქუჩის, სუხიშვილის ქუჩის, სამეფო ქუჩის, თამარ მეფის ქუჩისა და სადგურის ახალი ხიდის) ტროტუარების რეაბილიტაცია)
პროექტის ღირებულებაა 963 854 ლარი. რაოდენობრივი მაჩვენებელი 10 200 კვ. მ, დაფინანსების წყარო - რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი