გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტში იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მონაწილეობით საჯარო კონსულტაციები გაიმართა.    ღონისძიებას, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.   იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ღია მმართველობის   ინიციატივები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრის ორგანიზატორებმა ისაუბრეს ასევე გამჭვირვალობაზე, მთავრობის ანგარიშვალდებულებაზე,  მოქალაქეთა ჩართულობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.    მათ საზოგადოებას გააცნეს მიზნები, რომელთა განხორციელებასაც  საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის უზრუნველსაყოფად უახლოესი მომავალში გეგმავს, კეძოდ უსაფრთხო გარემოს შექმნა, საჯარო მომსახურების და სახელმწიფო რესურსების მართვის გაუმჯობესება და ამ გამოწვევების დასაძლევად საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც  ღია მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ასევე გააცნეს მოქალაქეებს საქართველოს მიღწევები მსოფლიოს მასშტაბით ღია მმართველობის დანერგვის კუთხით.   გამოიკვეთა, რომ საზოგადოებაში ნაკლები მოლოდინია იმისა, რომ მათ აქტიურობას მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მთავარი პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები აწყდებიან ინფორმაციის ნაკლებობაა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია რეგიონებში ინტერნეტის ნაკლები ხელმისაწვდომობით. ამიტომ საჭიროა ალტერნატიული გზებითაც მოხდეს მათი ინფორმირება.   მოქალაქეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და იდეები მმართველობის სისტემისა გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,   საჯარო კონულტაციების საქართველოს მასშტაბით 15 აპრილამდე გაგრძელდება.