დღეს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრები ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინიცირებული აქტუალური საკითხები,რომლებიც ხვალ საკრებულოს სხდომაზე განიხილება. საუბარი შეეხო აგრეთვე, ქალაქის საჭირბოროტო საკითხებს. შეხვედრის მიზანი იყო გორში არსებული პრობლემების განხილვა და გამოსავლის გზების ძიება. ასეთი სახის შეხვედრები საკრებულოში სისტემატიურად გაიმართება და უახლოესი შეხვედრა ორ კვირაში შედგება.