ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს.მათ ოჯახის მცირეწლოვან წევრებთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე არსებულ გაზონებში 80-მდე იფანისა და წაბლის ნერგი დარგეს.
აქცია ნერგებით უზრუნველყო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გორის სანერგე მეურნეობამ“.

26 მარტს აუდიტორთა დღე ქვეყნის მაშტაბით აღინიშენება.
2010 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი, სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინპექტირების შესახებ”, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მთავარ საფუძველს.
ღონისძიების მიზანი იყო არსებული გარემოს გაჯანსაღება..