ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილი, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რაზმაძე და მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პოლონეთის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი იან ჯეჯიჩაკი,  სეიმის დეპუტატები, ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი  და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს წარუდგინა მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერის პროექტი, რომლის მშენებლობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით.  ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის სიახლოვეს სულ მალე დაიწყება  და ქართულ-პოლონური  ურთიერთობების სიმბოლურ  გამოხატულებად ე.წ. ,,პოლონურ უბანს“ შექმნის. იოზეფ პილსუდსკი  პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე იყო.  პისლუდსკი აქტიურად იბრძოდა  საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ,  მფარველობდა ქართველ, მათ შორის გორელ ემიგრანტებს, რომლებიც მსახურობდნენ  პოლონურ ჯარში და   რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა. პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იან ჯეჯიჩაკმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პოლონეთის ეროვნული გმირის ასეთი დაფასებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გორის მხრიდან  მისი ქვეყნისთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  გორსა და პოლონურ   ქალაქებს შორის არსებულ და სამომავლოდ დაგეგმილ  კულტურულ კავშირებზეც და აღნიშნეს, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ტრადიციული  კავშირები  თვითმმართველობების დონეზე გრძელდება და ძლიერდება. გორის ადმინისტრაციული შენობიდან პოლონეთის დელეგაციამ  გორის სასწავლო უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც დაათვალიერებს ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრს, სადაც 40 სტუდენტი და 5 ლექტორი ეუფლება პოლონურ ენას, ხოლო ვიზიტის დასასრულს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისს ეწვევა.