2016 წელს გორში მცხოვრები   სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 1000-მდე ოჯახი ზამთრის თვეებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულად დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მუნიციპალური სოციალური პროგრამის მიხედვით თვეში 20 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორი თვის თანხა (იანვარი-თებერვალი) - 40 ლარი წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ.  იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 5 თებერვალს დაამტკიცა, იანვირისა და თებერვლის თვის დახმარების გაცემა მარტის თვიდან დაიწყო. დეკემბრის თვის თანხას  (20 ლარი) ბენეფიციარები წლის ბოლოს მიიღებენ. „აღნიშნული მუხლი (მე-18 მუხლი), რომელიც ითვალისწინებს ზამთრის თვეებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების დახმარებას          ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამას 2015 წელს დაემატა. პროგრამის მიხედვით დახმარებას მიიღებს მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სოციალური შემწეობის მიმღები უფლებამოსილი წევრიც (პირი) რეგისტრირებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გასული წელს აღნიშნული დახმარებით 0-დან 57 000 - მდე სარეიტინგო ქულის მქონე 1471 ოჯახმა ისარგებლა.“