დღეს, 21 მარტს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს და  ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

"
დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ჟურნალისტიკა საპასუხისმგებლო პროფესიაა. თქვენ, ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მაჯისცემას გრძნობთ. ჟურნალისტებს, ხშირად სიმამაცის ფასად გიხდებათ ინფორმაციის მოპოვება. დღეს ქვეყნის დემოკრატიის საზომი  მედიაა, რამდენადაც თავისუფალია ის, იმდენად მაღალია დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში. ყველა ჟურნალისტს გილოცავთ პროფესიულ დღეს,"- აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.