გორის ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტების, გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გამართულმა აქციამ გააერთიანა.
აქცია - ფოტოპროექტი ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ დაუნის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ა(ა)იპ ქალაქ გორის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით მოეწყო.
აქციას რიგის ჩემპიონატის ოქროს პრიზიორები გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც შეუერთდნენ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში უკვე მეექვსე წელია აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით, რომელთა მიზანია საზოგადოებას დაუნის სინდრომის მქონეთა მიმართ არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების დაძლევისაკენ მოუწოდონ.
"ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა "- ასეთია წელს დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილი კვირეულის დევიზი. კვირეული 13 მარტს დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება.