ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წარმომადგენლები ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ და ახალი პროექტი გააცნეს. 
პროექტი ,,საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით (LIFE GEORGIA)“ ევროკავშირის მხარდაჭერით 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება და ახალგაზრდების, დევნილებისა და ქალების დასაქმებას, საარსებო წყაროს შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებას ითვალისწინებს.
გორის მერიას ასოციაციასთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს - სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ასოციაციის პროექტებში არაერთი ბენეფიციარი დასაქმდა. 
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ახალი პროექტის ფარგლებში გააგრძელონ თანამშრომლობა მოქალაქეთა დასაქმების მიმართულებით.