7 მარტს, მერიის საკონფერენციო დარბაზში მერის მრჩეველთა საბჭოს პირველი სადამფუძნებლო სხდომა გაიმართა. 
სხდომას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც ესწრებოდა. 
სხდომა მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ გახნა და დამსწრეებს დღის წესრიგი გააცნო. 
საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს საბჭოს თავმჯდომარისა და პასუხისმგებელი მდივნის არჩევის საკითხებს. ხმათა სრული უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს თამარ ედიშერაშვილი, ხოლო პასუხისმგებელ მდივნად - კატო ქოთოლაშვილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, ,,საპატიო წოდებების მინიჭების დებულება“, საბჭოს წევრებს თვით ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა წარუდგინა და მათ დებულების დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება სთხოვა.
,,საპატიო წოდებების მინიჭების საკითხი ერთხელ უკვე გავიტანეთ საკრებულოზე, მაგრამ ეს ვერსია არ იქნა მხარდაჭერილი. მოხარული ვიქნები, თუ შემოგვაშველებთ თქვენს რეკომენდაციებს, შევიმუშავებთ დებულების ახალი ვერსიას და ხელახლა წარვუდგენთ საკრებულოს დასამტკიცებლად.“ - განუცხადა ქალაქის მერმა საბჭოს წევრებს.
საბჭოს თავმჯდომარის თამარ ედიშერაშვილის ინიციატივით, საპატიო წოდებების საკითხზე წევრებს მიეცათ ვადა რეკომენდაციების შესამუშავებლად. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო მომავალი სხდომისთვის.