მერიის თანამშრომლებმა სტუმრებს ბიუროს მუშაობა და საჭიროებები გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მერიაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის დანერგვის თაობაზე და განუმარტეს, რომ აღნიშნული პროგრამა მოქალაქეთა მიმართვებზე რეაგირებას უფრო ოპერატიულსა და მოსახერხებელს გახდის. 
,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ჩვენ მუნიციპალიტეტს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. GIZ-ის დახმარებით, თვითმმართველობის ხელშეწყობის მიზნით, არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ბიუროც, რომლითაც მოქალაქეებს ვთავაზობთ მარტივ და კომფორტულ მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ . ბიურო კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული. “ - განაცხადა მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ციცინო ორჯონიკიძემ.
მოქალაქეთა მომსახურების ბიურო გერმანიის ფედერაციის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით 2010 წელს შეიქმნა. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა როგორც ოფისის რემონტის, კომპიუტერული აღჭურვილობისა და ინვენტარის, ასევე, ბიუროს თანამშრომელთა დატრენინგების ხარჯებიც.