ოლიმპიადის ფარგლებში დასრულდა ჩოგბურთის ტურნირი, რომელშიც შვიდი სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვება გოგონებს შორის  ღირსი მამა მთაწმინდელის გიმნაზიის გუნდმა, ხოლო ვაჟებში მე-4 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით იმართება.