ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ ფარგლებში სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ შვიდი ერთეული მრავალფუნქციური პერიფერიული მოწყობილობა გადასცა. აღნიშნული მრავალფუნქციური პერიფერიული მოწყობილობებით ისარგებელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული საქმისწამოების სისტემაში ჩართული თანამშრომლები. ამ ეტაპზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში ელექტრონული მმართველობის დანერგვისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.