ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 14 ოჯახს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად 50-50 ლარი გადაეცა.
აღნიშნული საჩუქრისთვის ხარჯები მერიის თანამშრომლებმა გაიღეს.
მრავალშვილიან დედებს ქალაქის მერი შეხვდა. ზურაბ ჯირკველიშვილმა თითოეულ მათგანს 8 მარტი პირადად მიულოცა და მიიწვია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით გორის თეატრში გაიმართა.