გორის მერიის ჯანდაცვის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო
სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. 
აქციის მიმდინარეობის პროცესს ქალაქის მერი გაეცნო და პაციენტებს გაესუბრა. ,,დროული და საჭირო აქცია იყო“ - აღნიშნავდნენ ზურაბ ჯირკველიშვილთან საუბრისას მოქალაქეები და მადლობას უხდიდნენ ღონისძიების ორგანიზატორებს. 
მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს ენდოკრინოლოგმა, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნევროლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა და ანგიოლოგმა. გარდა ამისა პაციენტებს ჩაუტარდათ კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევებიც.
აქცია, რომლითაც 350-მდე პაციენტმა ისარგებლა, კლინიკა ,,ენმედიცის“ ინიციატივითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.