გორის მერიის ჯანდაცვის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.  აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ ინიციატივითა და  გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.     მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს პულმონოლოგმა, ფტიზიატრმა, ალერგოლოგმა, დერმატოლოგმა, რევმატოლოგმა და გასტროენტეროლოგმა. აქციით ისარგებლა 100-ზე მეტმა პაციენტმა ,,დროული და საჭირო აქცია იყო. მოსახლეობა მასიურადაა დაავადებული, მაგრამ ძალიან ბევრს ექიმთან მისასვლელი ფულიც კი არ გააჩნია. უფასო გამოკვლევების აქცია, თან როცა ასეთ პროფესიონალებთან გიწევს კონსულტაცია, ძალიან დიდი საჩუქარია ჩვენთვის“ - განაცხადა პენსიონერმა ეთერ ტატულაშვილმა, რომელმაც დღეს ერთდროულად რამდენიმე პროფილის ექიმთან გაიარა კონსულტაცია. ლიგის ექიმები გორში უფასო გამოკვლევევების ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ. ,,ექიმთა ლიგა“  ამიერკავკასიის მასშტაბით მოქმედი სამედიცინო წარმომადგენლების  გამაერთიანებელი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში ახორციელებს არა მარტო უფასო გამოკვლევებს, არამედ  მედიცინის მუშაკების  გადამზადებასაც. გორის მერიისა და ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ თანამშრომლობით ექიმებისთვის ტრენინგი მიმდინარე წლის 12 თებერვალს  გორის მერიაში გაიმართა.