დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში მიმდინარე წლის ქვეყნის ჩემპიონატი გაიხსნა კრივში. შეჯიბრება, რომელიც ცამეტ წონით კატეგორიაში იმართება, ქვეყნის მასშტაბით  2000-2001 წლებში დაბადებული 120-მდე მოკრივე იღებს მონაწილეობას. ცამეტივე კატეგორიაში გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები. მხოლოდ გამარჯვებულები (პირველი ადგილოს მფლობელები) გაემგზავრებიან მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატზე.   „აღნიშნული ტურნირის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. გორში კრივის დიდი ტრადიციები გვაქვს. ფუნქციონირებს შესაბამისი სკოლაც, რომელმაც არაერთი სასახელო სპორტსმენი გაზარდა. იმედი მაქვს, ტურნირის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება აღნიშნული სპორტის სახეობით.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.