ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 33 ქალბატონს „საერთაშორისო ქალთა ასოციაციისგან“ საჩუქრად მკერდის პროთეზები გადაეცა.

თითოეულ ქალბატონს საჩუქრად გადაეცა ასევე, სპეციალური მაღალხარისხიანი ტექნოლოგიით დამზადებული ძაფები და საქსოვი ჩხირები მკერდის პროტეზის მომზადების შესაბამის ინსტრუქციასთან ერთად. 

ღონისძიება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.