"ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის" პროფესორებმა ოჯახის ექიმებს, პულმონოლოგებს, ფტიზიატრებს, ალერგოლოგებსა და გასტროენტეროლოგებს სამედიცინო სფეროს სიახლეები გააცნეს.
ექიმთა ლიგა  ამიერკავკასიის მასშტაბით მოქმედი სამედიცინო წარმომადგენლების  გამაერთიანებელი ორგანიზაციაა, რომელიც  მედიცინის მუშაკების  კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ პროფესიულ დახელოვნებას ისახავს მიზნად.
გორის მერია და ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა“ უახლოეს მომავალში ქალაქ გორის მოსახლეობის უფასო გამოკვლევებსაც  გეგმავენ.