ღონისძიება, რომლის მიზანიც შიდა ქართლის სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენა და უცხოელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა, სამ დღეს 15, 16 და 17 თებერვალს გასტანს.       ფორუმის მონაწილე ქვეყნების საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლები 15 თებერვალს კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს ესტუმრებიან და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ბიზნეს გარემოს. (გასვლა 15 თებერვალს, 11:00 საათზე კასპის ადმინისტრაციული შენობიდან) 16-17 თებერვალს გორის თეატრის მცირე დარბაზში ფორუმის მონაწილეები მოხსენებებს წაიკითხავენ თემაზე „ადგილობრივი ხელისუფლების როლი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში“. შეხვედრები 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება. „გორის საერთაშორისო ფორუმი - ინოვაციების ხელშეწყობა“  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და  მუნიციპალური ა(ა)იპ-ის  „განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით იმართება.