გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ ,,კარიტასის“ წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „შინმოვლის“ ბენეფიციარები მოინახულეს და თითოეულს სურსათის პაკეტი გადასცეს.,,შინმოვლის“ სამსახური საქართველოს საქველმოქმედო ფონდ ,,კარიტასის“ კავშირის პროექტია, რომელიც მოხუცებულ და უნარშეზღუდულ, საწოლს და სახლს მიჯაჭვულ პირებს ემსახურება. პროექტით 47 ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტის მიზანია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შინმოვლის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ხარისხის ამაღლება. პროექტის ღირებულება 129 000 ლარია, საიდანაც გორის მერია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე 21 000 ლარს აფინანსებს.