ნაგვისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილი 110 ახალი კონტეინერი გორის კეთილმოწყობის სამსახურში დღეს შემოიტანეს. 
ურნების განახლება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივაა. 
,,დღეისათვის ქალაქის ტერიტორიაზე 300 ურნა დგას, თუმცა იმისათვის რომ ნარჩენების გატანის საჭიროება მთლიანად დაკმაყოფილდეს, მათი რაოდენობა 600-მდე უნდა გაიზარდოს, რაზეც მერიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.“ - განაცხადა ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა იაგო წიკლაურმა.
ურნები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მევა ჯე“ -სგან შეიძინა, რასაც გასული წლის ბიუჯეტიდან 99 000 ლარი მოხმარდება. 
ურნების აწყობას დაახლოებით 3 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც დაზიანებული ურნების ამოცვლის სამუშოები დაიწყება.