გორის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა გორში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სავარძელ-ეტლი გადასცეს.
45 წლის მერაბ ტ-მ ხერხემალი რამდენიმე წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიზიანა, რის შემდეგაც სპეციალური ეტლის დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება.
შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლი გორის მერიას საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გადასცა.