ზურაბ ჯირკველიშვილმა ქალაქის მხიარულთა და საზრიანთა გუნდს “კეხურას“ საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა და გუნდის ყველა წევრს საჩუქარი გადასცა.
„ვულოცავ, გორის უნივერსიტეტთან არსებულ მხიარულთა და საზრიანთა გუნდს „კეხურას“ ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. “ - აღნიშნა ქალაქის მერმა. 
2015 წლის 30 დეკემბერს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს საშემოდგომო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის, სადაც ,,კეხურამ” პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით 28 გუნდი იღებდა მონაწილეობას. 
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 18 მაისს საქართველოს მსკ-ის საგაზაფხულო ჩემპიონატზე გუნდ „კეხურას“ გარდა იმისა რომ მესამე საპრიზო ადგილი ერგო და "წლის აღმოჩენის" ტიტულიც მიენიჭა