ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და გორის ახალგაზრდულ მოძრაობა „დროას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.შეთანხმება ითვალისწინებს ირმხრივ თანამშრომლობას პროექტ „გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში.პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და ქალაქში საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის დაცვის ხელშეწყობა.პროექტის ფარგლებში ექსპერტები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებენ ქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და სისუფთავის დაცვის გეგმას.პროექტს „გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქს“ გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის იანვრიდან ახორციელებს.