ამ წუთებში გორში, ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სისხლის დონაციის აქციაში იღებენ მონაწილეობას. აქციას იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მართავს. დონაციის აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სისხლის გაღების მსურველები აქციაში ჩართვას დღეს, 16:00 საათამდე შეძლებენ.