გორში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარხნის ქუჩაზე ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები მოინახულეს.
საჯარო მოხელეებმა დაზარალებულებს განუმარტეს, რომ მოქმედი მუნიციპალური სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე გაეწევათ დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 
ხანძარი 11 იანვარს შრომის ქუჩაზე 83 წლის მოხუცის ელენე მარიამიძის სახლს გაუჩნდა, რის შედეგადაც ცეცხლი გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც გადაედო. შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.