დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა თვითმართველობის ახალი ვებგვერდი gori.gov.ge საზოგადოებას წარუდგინეს. პრეზენტაცია, რომელსაც მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე უძღვებოდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას ეწრებოდნენ, საჯარო მოხელეები, დაინტერესებული მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ტლაშაძის განცხადებით,  ვებგვერდი ეტაპობრივად იტვირთება ახალი ინფორმაციებით. მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებისგან რეკომენდაციების მიღება, რათა დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული საინფორმაციო პორტალიდან შეძლონ მათვის საინტერესო და საჭირო  ინფორმაციის მიღება. არსებული ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მაქსიმალურად მოკლე დროში, ოპერატიულად მოიპოვოს თვითმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორამცია. გარდა ამისა ინტერნეტგვერდზე დაანონსდება  სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ქალაქ გორში დაგეგმილი აქტივობები. ,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის სტრუქტურასა და შესაძლებლობებზე. ვებგვერდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხი იქნა გაცემული.' - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ.