„ჩვენ ხმას ვაძლევთ ზაზა ფაჩულიას“ - ამ დევიზით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია წლის ყველაზე მასშტაბური მატჩ-აქციის მონაწილე რომ გახდეს, ამისათვის ყველამ მონაწილეობა უნდა მიიღოს გამოკითხვაში.ტექნიკურად ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

გთავაზობთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ქართველ სპორტსმენს და ამით ხელი შევუწყოთ ქართველის ტიტანებში მოხვედრას.
შევდივართ მითითებულ ლინკზე, ლათინური ასოებით ძებნაში ვუთითებთ ZAZA PACHULIA–ს და ვაჭერთ ხმის მიცემის ღილაკს (VOTE).
http://vote.nba.com/…გარდა ამისა, არსებობს ხმის მიცემის სხვა საშუალებაც. შევდივართ ფეისბუქის გვერდზე და ვპოსტავთ ფბ–სტატუსს ‪#‎NBAVote‬ Zaza Pachulia