გორში რამოდენიმე ქუჩის ტრანსპორტის ჭარბი ნაკადისაგან განტვირთვის მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები იცვლება.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის მიმართულებები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №34 და №93 დადგენილებების (დოკუმენტები იხილეთ ვებგვერდზე - gori.gov.ge) მიხედვით დარეგულირდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზაჯვარედინი“ ასრულებს.
უახლოეს მომავალში (მიმდინარე წლის იანვრის თვეში) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება ქალაქის 12 ქუჩაზე.
სტალინის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩაზე (გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით) აიკრძალება სატვირთო ავტომობილების მოძრაობა.
ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე, სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა სამეფოს ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით).
გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩამდე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან თამარ მეფის ქუჩიდან მიმართულებით).
სამეფოს ქუჩის მონაკვეთზე, თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით).
რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე (ჭავჭავაძის გამზირიდან წერეთლის ქუჩამდე) და წერეთლის ქუჩაზე და ლომოურის ქუჩის მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან გარსევანიშვილის ქუჩამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირიდან გარსევანიშვილის მიმართულებით).
რობაქიძის ქუჩის მონაკვეთზე (დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (დ. ამილახვრის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით).
ცხინვალის გზატკეცილზე, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, ძველსა და ახლად ჩამოყალიბებულ გზებზე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა.
ქართლის ქუჩაზე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა, ჭავჭავაძის გამზირიდან გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით.
დიმიტრი ამილახვრის ქუჩის მონაკვეთზე (გურამიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა გურამიშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით).
9 აპრილის ქუჩაზე მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა რუსთაველის ქუჩიდან სამეფოს ქუჩის მიმართულებით).
თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთზე (გურამიშვილის ქუჩიდან სამეფოს ქუჩამდე) მოეწყობა ცალმხრივი მოძრაობა (ცალმხრივი მოძრაობა გურამიშვილის ქუჩიდან სამეფოს ქუჩის მიმართულებით).