გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საშობაო ალილოს ტრადიციულ მსვლელობას ადმინისტრაციული შენობის წინ შეეგებნენ. მათ ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეულით სასვე კალათები გადასცეს. „მთელ საქართველოს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველას გისურვებთ ეს დღესასწაული თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარი ყოფილიყოს. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ერის შემწე. “ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ საკათედრო ტაძრიდან ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მოეწყო საშობაო მსვლელობა „ალილო“.
ალილოს მონაწილეები მოგროვილ შესაწირს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.