გორში ახალი წელი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.ქალაქის ცენტრში უკვე მოირთო საახალწლო ნაძვის ხე. ქალაქის ქუჩები, შენობა–ნაგებობები და სკვერები ფერადი სანათებითაა მორთული.30, 31 იანვარს, 19:00 საათიდან გვიან ღამემდე ქალაქში სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად იმოძრავებს სატრანსპორტო საშუალება.

გარდა ამისა, 3-დან 7 იანვრის ჩათვლით გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება. ღონისძიებას 3 000 - მდე ბავშვი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან დევნილი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები. ყველა ბავშვს გადაეცემა საახალწლო საჩუქარი.ახალი წლის ღამეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კონცერტი, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება, იმღერებენ მოწვეული შემსრულებლები - შვიდკაცა, ქართული ხმების კვარტეტი, ქუჩის ბიჭები, ნინი ქარსელაძე, თაკო გაჩეჩილაძე, დათუნა სირბილაძე, გვანცა ზაქარეიშვილი, თამთა ჭელიძე.