ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მე-3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სახალწლო ღონისძიება გამართეს. საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, აღსაზრდელთა ოჯახის წევრები. 
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ბავშვებმა ზღაპრის საოცარ სამყაროში გვამოგზაურეს. მათი უნაკლო შესრულება და ბავშვური სილაღე საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა . მინდა მადლობა გადავუხადო ბაღის ადმინისტრაციას. ისინი ბევრს შრომობენ, რომ მათი აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლების მაღალი ხარისხის სერვისებს ეზიარონ.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიოძემ.