25 დეკემბერს 12:00 საათზე ჩატარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. 
/მომხს. პაპუნა კობერიძე/

2. “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ “ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბისთვის დილა GEORGIA GORI CITI HALL Municipaliti NLP Football Club DILA unter Tengiz Burjanadze” თხოვების ხელშეკრულებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს. ზაზა მეზვრიშვილი/
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი საკრებულოს მიერ არ იქნა დამტკიცებული.