„მე ვარ გორელი გოგონა, რომელიც ცხოვრობს აწყმოში და წარსულის თვალით უმზერს მომავალს...!“ - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი ნამუშევარი კულტურულ-შემეცნებითი პროექტის „ჩემი ქალაქი ჩემი სახლია“-ს დასკვნით ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ ბათმანაშვილმა
პროექტის ფარგლებში ორი თვის მანძილზე მოსწავლეები და სტუდენტები ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცმებით აქტივობებს, ამუშავებდნენ თემებს ქალაქ გორის ისტორიის შესახებ.
პროექტი მიზანად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. 
საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კვალიფიციურმა, სამკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 
აქტივობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.