ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში ერთ-ერთ ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განახორციელა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ 2015 წელს (იანვარი-თებარვალი) საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით 56-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა. 
შიდა ქართლის რეგიონის საჯარო დაწესებულებებს შორის აღნიშნულ ნუსხაში ასევე მოხვდნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თვითმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭრით პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.Opendata.ge” - ის ფარგლებში განხორცილა.