გორში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. 
მიუხედავას იმისა, რომ ბუკლეტში უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად იყო წარმოდგენილი, ხელისუფლებისა და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ თემაზე მოქალაქეების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობდნენ და თითოეულ მათგანს დეტალურად უხსნიდნენ თუ რას ნიშნავს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. 
აქცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო. 
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა.