ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის „განვითარების სააგენტოს“ ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. ოთხ თვიანი პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან მხოლოდ უფროსკლასელი მოსწავლეები, დეკემბრის ბოლოს დასრულდება. აქტივობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  „დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაა. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებით მოზარდების სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.“ - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.